მოძრაობა "დროას" დაფუძნებელი ელენე ხოშტარია, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხურვალეთში, დათა პაპას სამძიმარზე გაემგზავრნენ. ისინი რესპუბლიკის მოედანიდან ცოტა ხნის გავიდნენ.
ჩვენ ვნახეთ, რომ მისი ცხოვრება პრაქტიკულად ოკუპაციამ დაანგრია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ის არის გმირი, მას შეეძლო საკუთარ კომფორტზე ეფიქრა, მაგრამ მან უარი თქვა ეღიარებინა ოკუპაცია და დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი", - ამბობს ელენე ხოშტარია.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ დღეს ხურვალეთში სიმბოლური მადლობის სათქმელად მიდიან. მათი თქმით, დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან შეურიგებელი ბრძოლის მაგალითია.
ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ შალვა ნათელაშვილი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ოკუპანტი რუსეთის მსხვერპლი, საკუთარ სახლში, მავთულხლართების მიღმაა დასვენებული, მისი მეუღლე კი სამძიმარს ნათესავებისგან და თანასოფლელებისაგან, გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან იღებს. დათა ვანიშვილს ხვალ, 22 მარტს დაკრძალავენ.
ავტორი: საბა ბუაძე.
იხილეთ ასევე: