საოკუპაციო ხაზთან, დათა ვანიშვილის ოჯახში სამძიმარზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჩავიდა. ოკუპანტი რუსეთის მსხვერპლი, საკუთარ სახლში მავთუხლართების მიღმაა დასვენებული, მისი მეუღლე სამძიმარს ნათესავებისგან და თანასოფლელებისგან, გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან იღებს.
"დათა პაპა საქართველოს უკვდავი ჯარისკაცია და ის ასეთად დარჩება მუდამ და მისი სული ცხონდება მაშინ, როცა ჩვენ მის გაყოფილ მავთულს გავაერთიანებთ, პუტინისგან შემოტანილ მავთულხლართებს გადავადნობთ და იმ მეტალისგან დათა პაპას ძეგლს ჩამოვასხამთ და აქ დავუდგამთ. ეს არის ჩვენი თაობის მოვალეობა",-თქვა ნათელაშვილმა.
ადგილზე იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრი დავით ქაცარავა და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ოკუპანტების ტყვეობაში ყოფნა.
დათა ვანიშვილს ხვალ, 22 მარტს საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ. სოფელ ხურვალეთში, სოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი გუშინმ 19 მარტს გარდაიცვალა. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.