ვაშლიჯვრის მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს. ისინი კორპუსების მშენებლობის შეჩერებას და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომლებიც მეწყერის საშიშროების შესახებ დასკნას დადებენ
"ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება", - წერია მანიფესტში.
ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე რომ მეწყერი დაიძრა, ფოტოები და ინფორმაცია ამის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.