მერიის დაუდევრობა - თბილისი სტიქიური უბედურების საფრთხის პირისპირ

გამოქვეყნდა:

თბილისი სტიქიური უბედურების საფრთხის პირისპირ - გელოვანი-ლისის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე შუქცევადი პროცესები დაიწყო. ვაშლიჯვრისა და ლისის დამაკავშირებელ გზაზე, დღეს, მთელი დღის განმავლობაში სეისმოლოგები მუშაობდნენ. ტერიტორია, სადაც საგზაო სამუშაოები წინასწარი შესწავლის გარეშე დაიწყო, ახლა დამეწყრილია.

ტერიტორიაზე თბილისის მერიამ ახალი გზის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით, მონაკვეთი ნუცუბიძისა და ლისის უბნებს მოკლე გზით მარშალ გელოვანის ქუჩასთან დააკავშირებდა.  სპეციალისტები, რომლებმაც თავად ნახეს მეწყერული ზონა, ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრება, რომელმაც, როგორც ჩანს, ტერიტორიაზე საფრთხეების შესწავლის გვერდის ავლით, სამშენებლო სამუშაოები მეწყერსაშიში ზონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაიწყო.

თბილისის მერიაში ამ დრომდე არ იძებნება მარშალ გელოვანისა და ლისის უბნების დამაკავშირებელი გზის სამშენებლო გეოლოგია. "მთავარმა არხმა" მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ გასულ წელს სამშენებლო სამუშაოების დაწყების წინ, მერიამ 80-დღიანი ვადა განსაზღვრა. სწორედ ამ დროში უნდა დასრულებულიყო გზის მშენებლობა. იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ფერდობმა ჩამოშლა დაიწყო, მერიამ ვადა ორას დღემდე გაზარდა. 

ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა ტერიტორიის სიახლოვეს აკრძალულია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი