ქუთაისში, საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს. მძღოლები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრში ავტომანქანებით გამაფრთხილებელი მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით ისინი საწვავის ფასის კლებას მოითხოვენ.
ორგანიზატორების თქმით, აქცია მშვიდობიანია და ბოლოჯერ იმართება. მათივე განმარტებით, შედეგი სწორედ იმიტომ არ დგება, რომ აქციებზე ხალხის ნაკლებობაა.
ქუთაისთან ერთად, საწვავის გაზრდილი ფასს აპროტესტებენ საქართველოს 10 ქალაქში.