"საქართველოს ელჩობა აღარ უღირდა"- ოპოზიცია საბანაძის გადადგომის მიზეზებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის გადადგომას, ოპოზიციური პარტიები ჩაშლილ მოლაპარაკებებს უკავშირებენ.

როგორც ისინი ამბობენ, საბანაძეს აღარ უღირდა საკუთარი რეპუტაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ევროპასთან მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მიერ მომზადებული 6-პუნქტიანი გეგმა-ჩარჩო არ შეასრულა.

"მისი გადადგომა, სავარაუდოდ უკავშირდება ორ რამეს: მან ამოწურა საკუთარი მცდელობები, რომ საქართველო დააახლოვოს ევროკავშირს და სავარაუდოდ ისეთი წნეხი მიიღო ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველოს ელჩობა აღარ უღირდა. ეს დაუჯდებობდა მას პროფესიულ რეპუტაციად. როდესაც ადამიანს მთელი რეპუტაცია, მოგაქვს დღის წესრიგში და უკან შენი ხელისუფლება ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ გიწევს მუდმივად ახსნა-განმარტებების, თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, ბუნებრივია ფასი ამ ელჩობისა ძალიან დიდია", - ამბობს, მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეფასებით, საბანაძის გადადგომა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ "ოცნებიდან" კვალიფიციური და კომპეტენტური კადრები მიდიან და რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღის წესრიგიდან მოხსნა ევროატლანტკური ინტეგრაცია.

ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ თანამდებობდა დღეს დილით დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საბანაძეს ეს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და იცოდნენ, რომ ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ის წასვლას აპირებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი