გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება - საგარეო ნატალი საბანაძეზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალი საბანაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ საბანაძეს წასვლა ასოცირების საბჭოს შემდგომ, გადაწყვეტილი ჰქონდა.

“მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.

უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.

წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!”, - ნათქვამია საგარეოს ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძემ თანამდებობიდან წასვლის შესხებ ინფორმაცია ფეისბუქით გაავრცელა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი