ხმაური და დაპირისპირება იყო რამდენიმე წუთის წინ "ისთ ფოინთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მძღოლები საწვავის გაძვირებას აპროტესტებენ. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწო, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
პოლიცია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის სამი მონაწილე.
მძღოლები ბენზინზე აქციზის საფასურის დაწევას და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
ავტომსვლელობა ქუთაისში - მძღოლები საწვავის ფასს აპროტესტებენ