მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი პირველად შედეგებს ხვალ დადებს.
თეა გოდოლაძის თქმით, მეწყერი დინამიკაშია მოსული, რასაც თან მოჰყვება ქვათა ცვენა და ასეთ პირობებში ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს.
ეს არის მოძრაობაში მოსული მეწყერი, ცხადია, ამას არ უნდა კვლევა, ჩვეულებრივი მოქალაქეც ხვდება რომ დინამიკაში მოსული მეწყერია, აუცილებლად იქნება ქვათა ცვენა და ასე შემდეგ. ყველა ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს, რაც ხდება, აუცილებელია მონიტორინგი, რომ დავინახოთ საით მოძრაობს ის, რა არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა კონტროლირდებოდეს. ვადები გადამწყვეტია, ნალექების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დაჩქარდეს" - ამბობს თეა გოდოლაძე.
გერმანელი ექსპერტები კი უკვე ქვეყანაში არიან და პრობლემების შესწავლას სავარაუდოდ მალევე დაიწყებენ.
ამავე თემაზე: