ნაპრალები იზრდება, თბილისში უხვ ნალექს ელოდებიან - მეწყერსაშიში ვითარება

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვარი- ნუცუბიძე -ლისის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესები წვიმის ფონდზე სულ უფრო აქტიურდება. სპეციალისტებმა ვაშლიჯვრის ფერდობის ქვედა მხარეს დამატებით კიდევ რამდენიმე ნაპრალი აღმოაჩინეს, მათი მასშტაბი შედარებით მცირეა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ რომ უხვი ნალექი და მცირე მიწისძვრაც კი საკმარისია იმისთვის რომ მოწყვეტილი მიწა გზაზე ჩამოვიდეს. 

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს მოსალოდნელი უხვი ნალექი. ცნობილია, რომ ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწის ფართობი ფერდობს უკვე მოწყვეტილია და მოძრაობაშია მოსული.

სპეციალისტები ამბობენ რომ მეწყერულ ზონასთან ახლოს დაგეგმილი ყველა სამშენებლო პროექტი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლაში უკვე ჩაერთვნენ გერმანელი სპეციალისტები. ვაშლიჯვრის მცხოვრებლებმა კი თბილისის მერიას პეტიციით მიმართეს

დედაქალაქის  მერის მოადგილე ამტკიცებს რომ ტერიტორიაზე მეწყერული პროცესების დაწყების შესახებ ორი კვირის წინ შეიტყვეს.

პირველად დასკვნას ვაშლიჯვარი -ნუცუბიძის მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარები ხვალ დადებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი