პანდემიის დაწყებიდან გამოკითხულთა 13%-მა სამსახური დაკარგა და დღემდე უმუშევარია - NDI

გამოქვეყნდა:

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13%-მა პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა და ამ დრომდე უმუშევარია, ხოლო 12% ამბობს, რომ სამსახური არ დაუკარგავს, თუმცა შემოსავალი შეუმცირდა. 

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მთავრობის ეკონომიკურ გეგმას ეფექტურად აფასებს. თებერვალში გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ პანდემიის განმავლობაში მან ან მისმა ოჯახის წევრმა მთავრობისგან დახმარება აიღო - მათგან 48%-მა თქვა, რომ ეს დახმარება საკმარისი იყო, ხოლო 52%-მა პროცენტმა თქვა, რომ პირიქით.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი