"მოძრაობის სიჩქარე არის 5-სმ დღეში" - სეისმოლოგების პირველადი დასკვნა

გამოქვეყნდა:

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა ვაშლიჯვარში, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა.

დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მეწყერი დღეში დაახლოებით 5სმ-ით გადაადგილდება.

სეისმოლოგები გზის სამშენებლო პროცესების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

"არავითარ შემთხვევაში აქ მსგავსი სამშენებლო ჩარევა არ უნდა მომხდარიყო. სისტემა დაძრულია და მოძრაობს მეწყრის ტანის მოძრაობის სიჩქარე არის 5-სმ დღეში. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი ციფრია. ჩვენ ახლა ვაპირებთ აჩქარების გაზომვას, იქნებ პირველი შედეგები დავდოთ - ამბობს გოდოლაძე

გერმანელი მეცნიერების დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დღეს თბილისის მერიაში ბრიფინგია ჩანიშნული, სადაც სავარაუდოდ მეცნიერთა წინასწარი დაკვირვების შედეგად მიღებულ დასკვნებს გაასაჯაროვებენ.

ამ დროისათვის, მეწყრულ ზონაში გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. ადგილზე იმყოფებოდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ცნობისთვის, გერმანელმა ექსპერტებმა მეწყრულ ზონაში მუშაობა გუშინ დაიწყეს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი