გერმანელმა ექსპერტებმა მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში, მუშაობა დაიწყეს. დღის ბოლოს კი ექსპერტები მერიაში შეხვედრას გამართავენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მიაწვდიან ინფორმაციას რა უნდა გაკეთდეს:
"დღეს უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები. ჯგუფი დილიდანვე გასულია და მიმდინარეობს შესწავლის ღონისძიებები. მთელი დღის განმავლობაში, ეს ჯგუფი უნდა იყოს კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, მოგვიანებით კი უკვე მერიაში გვექნება შეხვედრა. კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის მოგაწვდით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, რაც ბუნებრივი პროცესია",-თქვა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, რომელიც დღეს მეწყერსაშიშ ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაცნო.
მაჭავარიანის ქუჩაზე იმყოფებოდნენ ქართველი სპეციალისტებიც, რომლებიც საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ და ამბობენ, რომ ნაპრალები მეწყერი დინამიკაშია მოსული