
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3343 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3299 ლარი იყო.
ევროს კურსი კი 3.9621 ლარია. დღეისთვის კი 1 ევრო 3.9636 ლარი ღირდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
შეგახსენებთ, გუშინ, სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.