"პროცესი უკვე აჩქარებულია" - ვაშლიჯვარში ვითარება ყოველდღიურად სახიფათო ხდება​

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვარში, მეწყერსაშიშ ზონაში ვითარება ყოველდღიურად სახიფათო ხდება. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ადგილიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ბზარები და ნაპრალები კიდევ უფრო გაღრმავებულია.

გოდოლაძის თქმით, ვითარება იმდენად რთულია, რომ დაჩქარების დათვლასაც აღარ აქვს აზრი:

დილით აღვნიშნეთ რომ უნდა ამოვსულიყავით პროფილების გასაკეთებლად და გვეცადა სიჩქარე დაგვეთვალა. აზრი აღარ აქვს აქ დაჩქარების დათვლას იმდენად სახეშეცვლილი სურათი დაგვხვდა დღეს. მთლიანად ჩავარდნილია და ნაპრალის სახე მთლიანად შეცვლილია შუა ნაწილის.

ეს ნიშნავს რომ აჩქარებულია უკვე პროცესი, იმიტომ რომ გუშინ წვიმა იყო და ნებისმიერი წვიმა უკვე ამ პროცესს დააჩქარებს. მე არ ვიცი ვის იმედად ვართ....პროცესი არის დაჩქარებული" ამბობს თეა გოდოლაძე.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა დღეს მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით დღეს პირველადი დასკვნაც გამოაქვეყნა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი