FIFA 2022 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვედეთში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მისაღებად შვედეთში გაემგზავრა.

ვილი სანიოლის მომზადებულმა გუნდმა სტოკჰოლმში წასვლამდე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩატარებულმა სავალდებულო კოვიდ-19-ის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი მარტის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 25 მარტს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი