საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩზე, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ უნდა გაიმართოს ბილეთების გაყიდვა დაიწყო. საიტზე TKT.GE ბილეთების შეძენად რიგი დღეს, 24 მარტს 12:00 საათიდან გაიხსა ხოლო ყიდვა 13:00 საათიდან გახდა შესაძლებელი.
14:00 საათისთვის ბილეთის შესაძენად რიგში 22 709 ადამიანია.
"ვინაიდან აღნიშნულ ღონისძიებაზე მოთხოვნა დიდია და ბილეთების გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული რიგის საშუალებით, 12 საათის მდგომარეობით რიგში უკვე იდგა 9 000-მდე ადამიანი. იმისთვის, რომ გაყიდვები სამართლიანად წარიმართოს, მნიშვნელოვანია რიგის ნომრის მინიჭება მოხდეს დათქმულ დროს, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გაყიდვების დაწყების დრო გადავიტანოთ 13:00-ზე", - წერია TKT.GE-ს განცხადებაში.
საქართველო - ესპანეთის მატჩზე სულ გაყიდვაში 15 000 ბილეთია. ბოლო მონაცემებით, გაყიდულია 2 657 ბილეთი.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 28 მარტს დინამო არენაზე, 22:00 საათზე დაიწყება. ბილეთის მფლობელებს ავტომატურად ექნებათ საშვი და ისინი გადაადგილებას კომენდანტის საათის დროს შეძლებენ.