მორიგი უმწვავესი დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში. მეუფე სტეფანესა და მამა ათენოგენს შორის კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ სასულიერო პირებმა ერთმანეთს "ცრუ" უწოდეს.
კონფლიქტის კერა ბალდას მონასტერია.
დაპირისპირების მიზეზი კი მეუფე სტეფანეს ბრალდებები გახდა. მან თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს გერმანიაში შვილი ჰყავს.
მე მოვთხოვე მას, დაამტკიცოს რაც თქვა. შემდეგ ასე მითხრა მტყუანსო?...ჩვენ წირვას არ დავესწარით, თანამსახურებაზე არ მივიღეთ მონაწილეობა. გვინდოდა, რომ მისთვის კითხვები დაგვესვა, გულისტიკვილი მიგვეტანა მასთან და ეს მდგომარეობს იმაში, რომ პარტიული ნიშნით განასხვავა მონასტრის მრევლი. იგივე გაიმეორა აქაც და თქვა, რატომ იყავით ნაციონალური მოძრაობის პარტიული ნიშნით მოსულიო - ამბობს მამა ათინოგენი.
ამავე თემაზე:
მორიგი დაპირისპირება მარტვილში - მეუფე სტეფანეს წირვის ჩატარება ცარიელ ტაძარში მოუწია