ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს აზრით, ეპარქიაში მომხდარი ინციდენტისას, რომლის დროსაც აივანი ჩაინგრა და ჟურნალისტები დაშავდნენ, მათ შორის არცერთი იმიტომ არ გარდაიცვალა, რომ უფალი დაეხმარათ. მისივე განცხადებით, ეს იმიტომ მოხდა რომ მან ილოცა და დაშავებულები ღმერთს მიანდო.
მეუფე სტეფანეს თქმით, "გალობა ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია დაისადგუროს სიმშვიდემ", როგორც ის ამბობს, "ამ სიმშვიდის დასადგურებისთვის" აღარაფერს აქცევდა ყურადღებას და "დაიწყო გალობა".
"ლოცვა შველის ადამიანს როცა ცუდადაა? მე ასე ვიცი, რომ როდესაც ადამიანისთვის, მას ჯანმრთელობაშიც ეხმარები და სიკვდილისგანაც გადაარჩენ. როცა ჩვენ დავიწყეთ ლოცვა, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, იქიდან გადავარდნილი ადამიანები, რატომ არცერთი არ მოკვდა, ან რამე არ მოუვიდა? ღმერთი არ შეცვლის? ღმერთი არ მიეხმარა? თავისით გახდნენ კარგად? უფალმა გახადა კარგად. მე ვილოცე, მე ღმერთს მივანდე", - ამბობს მეუფე სტეფანე.
8 მარტს, მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.
ამავე თემაზე: