სტიქია ცაგერში - მთის ფერდობი ჩამოიშალა, საავტომობილო გზა გადაიკეტა

გამოქვეყნდა:

ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. უკვე მესამე დღეა, რაც რეგიონში სტიქიას ებრძვიან.

როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე ამბობს, "მეწყრის მასშტაბები არის ძალიან დიდი და დღეს უკვე მთავარ გზაზე ჩამოვიდა მეწყერი"

მისივე თქმით, ლაილაში-რუს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად,  10 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

როგორც ცაგერის საკრებულოს წარმომადგენელი ამბობს, მოსახლეობას აქვს ელექტროენერგია, მიეწოდება სასმელი წყალი და აუტანეს საკვები პროდუქტები.

ცენტრალურ გზაზე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ამ დროისთვისაც აგრძელებს. სპეციალისტები შემოვლითი გზის გაწმენდასაც გეგმავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი