შვედეთი vs საქართველო - დღეს მატჩის დღეა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები შვედეთში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს შვედეთთან არასოდეს უთამაშია.

ვილი სანიოლისთვის კი ეს საქართველოს ნაკრებში პირველი სადებიუტო შეხვედრა იქნება.  

გუნდში რამდენიმე ახალწვეულია - ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ გიორბელიძე.

ნაკრებს ტრავმის გამო თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, დავით ხოჭოლავას კი კორონავირუსი აქვს და თვითიზოლაციაშია.

შვედეთისა და საქართველოს დაპირისპირება სტოკჰოლმის "ფრენდს არენაზე" თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი