ეკონომიკური ზრდის სამი სცენარი - სებ-ის მძიმე პროგნოზი

გამოქვეყნდა:

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის სამი სცენარი გამოაქვეყნა. მათ შორის, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წელს ეკონომიკის 4%- იანი ზრდაა ნავარაუდები.

პროგნოზებს ეკონომისტები არ ეთანხმებიან და თვლიან რომ ზედმეტად ოპტიმისტურია და რეალურად, ბევრად უარეს მდგომარეობას  უნდა ველოდოთ.

ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 1-2% -ით არის მოსალოდნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას  გაუფასურებული ლარის პირობებში საკვებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებში კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევს.

რა შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გზა? პასუხის გაცემა ექსპერტებს უჭირთ და ამბობენ, რომ იმ კურსმა რაც ხელისუფლებამ აიღო ისეთი მძიმე შედეგი მოიტანა, რომ ეკონომიკის რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება. მათივე თქმით, აუცილებელია სრულად გაიხსნას საზღვრები და ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა მიეცეთ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი