საქართველო - რუმინეთი

გამოქვეყნდა:

ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოს 13-ჯერ, რუმინეთს კი 6-ჯერ აქვს აღებული, თუმცა საქართველო რუმინეთის დაპირისპირება კიდევ ერთი ფაქტის გამოა მნიშვნელოვანი - წლევანდელი და მომავალი წლის რაგბი ევროპის შედეგების დაჯამებით, საუკეთესო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

რუმინეთის ნაკრებს საქართველოსთვის თბილისში 2003 წლის შემდეგ არ მოუგია. სულ კი საქართველოს რუმინეთთან 2000 წლის შემდეგ 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 14 მოიგო 9 წააგო, ერთ შეხვედრაში კი ფრეც დაფიქსირდა.

გუნდს ტრავმის შემდეგ რუმინეთთან მატჩში, ვასილ ლობჟანიძე და ბექა საღინაძე დაუბრუნდება, რომლებსაც ესპანეთთან და რუსეთთან არ უთამაშიათ. ნაკრებს ვერ დაეხმარება გურამ გოგიჩაშვილი.

28 მაისს საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე მაყურებელთა 30%, ანუ დაახლოებით 8 ათასი გულშემატკივარი შეძლებს დასწრებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი