ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა განახლდა

გამოქვეყნდა:

მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების გამო - ერთი ღამით ჩაკეტილი იყო ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელი გზა, სადაც მძღოლებს ავტომობილებით გადაადგილების უფლება 2 საათის წინ მისცეს. ადგილზე სპეციალური დამცავი კედელი მოეწყო. დაწყებულია ჩამოშლილი მიწის მასის გატანა.

შეზღუდვა თბილისის მერიამ, მას შემდეგ დააწესა რაც ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე გუშინ მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა.

სპეციალისტების ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შესაძლო საფრთხე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე მშენებლობებმა შექმნა და პრობლემა აქაც ლისის ქედის იდენტურია. თბილისის მერის მოადგილის თქმით, ის სამუშაოები რასაც ადგილზე მერია ატარებს, გზის ამ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების  შეჩერებისთვის საკმარისია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი