მეწყრული ზონის გასამაგრებლად, კაკლების დასახლებასთან დამცავი კედელი ეწყობა

გამოქვეყნდა:

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევთან, მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი ეწყობა. ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი მივიდა.

მისი თქმით, ადგილზე დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს დილით, ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა. სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. გეგმა შემდეგია: ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და ადგილზე სპეციალური კედელი მოეწყოს, ვინაიდან მომავალში, უშუალოდ ამ მონაკვეთზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალური გარანტია გვქონდეს, - ამბობს ბენდელიანი. 

ადგილზე, 21:00 საათიდან ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ავტომობილების გადაადგილება 26 მარტის 08:00 საათამდეა შეზღუდული. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი