"ალბათ, დაიწყება ისევ ის შეუქცევადი ტალღა, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო" - ჯანდაცვის ექსპერტები

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მესამე ტალღა ახლოსაა, ხოლო ჯანდაცვის სისტემა ისევ მოუმზადებელია. დარგის სპეციალისტების მტკიცებით, ვაქცინაცია შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან სახელმწიფომ არ აწარმოა ვაქცინაციისთვის აუცილებელი კამპანია.

 11 დღეა ვაქცინაცია მიმდინარეობს და მხოლოდ 4200-მდე ადამიანია აცრილი, ცხადია, რომ ეს არის სასაცილო. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად, რომ მესამე ტალღას შეხვდეს. ალბათ, დაიწყება ისევ ის შეუქცევადი ტალღა, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო",- აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ

ექსპერტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არც ის იცის, როდის შემოვა ვაქცინის შემდეგი პარტია:

შემდეგი რაოდენობა როდის შემოვა ან შემოვა თუ არა საერთოდ, არავინ იცის. კოვაქს პლატფორმიდან როგორც ვიცი არ ველოდებით ამაზე მეტ "ფაიზერის" დოზას, ხოლო კერძო მწარმოებლებთან ან სხვა სახელმწიფოებთან ამაზე მოლაპარაკება არ მიდის",- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ Pfizer გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა.

შეგახსენებთ, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება 25 მარტს დაიწყო. 

 65 წლს გადაცილებულ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინას შორის შეუძლიათ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი