ვაშლიჯვირს ფერდზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებისთვის თბილისის მერია 7 მილიონ ლარს დახარჯავს.
მთავრობის 25 მარტის განკარგულებით, თბილისის მერიას, უფლება მიეცა ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელწიფო შესყიდვა განახორციელოს 7 000 000 ლარის ფარგლებში.
გამოყოფილი 7 მილიონიდან, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება საპროექტო მომსახურებაზე, ხოლო 6,5 მილიონი ლარი სამშენებლო სამუშაოებზე.
განკარგულების მიხედვით, შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდება. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დაზუსტდება დეტალური კვლევა-პროექტირების დასრულების შემდეგ.
განკარგულებაში არ წერია, კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოები შესრულდება, თუმცა მის შესასრულებლად 150-დღიანი ვადაა გამოყოფილი.