იკვეთება საშიშროება, რომ ხილულ ბლოკთან ერთად უფრო მეტი მასა დაიძრას - გოდოლაძე

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან ცხოვრება ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება. სპეციალისტების შეფასებით, ლისის ქედზე აღმოჩენილი მეწყერული პროცესები დინამიკაშია მოსული და მისი გაჩერება შეუძლებელია. გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგების მიხედვით, ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დაძრულია, სეისმოლოგების მტკიცებით, სულ მალე შესაძლოა მიწის უფრო მეტი მასა დაიძრას. მეწყერსაშიშ ზონაში სპეციალისტები მონიტორინგს განაგრძობენ.

"რეალურად, იკვეთება საშიშროება იმისაც, რომ ხილულ ბლოკთან ერთად უფრო მეტი მასა დაიძრას, მაგრამ ეს არის ვარაუდი. აუცილებელია მაქსიმალური საფრთხეები დავთვალოთ ამ ეტაპზე და ამ მაქსიმალური საფრთხეების საფუძველზე გავთვალოთ სცენარი და დავსახოთ სამოქმედო გეგმა, როგორ შეიძლება მინიმალური ზარალით წარიმართოს ეს პროცესი",- თქვა გოდოლაძემ.

გუშინ, 26 მარტს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, მერიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ეტაპზე ადგილზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.

ბენდელიანის განცხადებით, მეწყრული ზონის სამუშაო ჯგუფში, ჩართული ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით პირველადი გეგმა დაიდო და ამ გეგმის მიხედვით ჩატარდება კონკრეტული სამუშაოები.

ავტორი: საბა ბუაძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი