სოციალური აგენტები შრომის კოდექსის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ სამუშაოზე, რომელიც ემოციურად და ფიზიკურად რთულია, ანაზღაურება იმდენად მცირე აქვთ, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, თავად გახდებიან სოციალურად დაუცველები.
"სააგენტო, რომელიც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას იბრალებს. საკუთარ სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს უხდის, 200 ლარს, 300 ლარს. ვითხოვთ, შრომის კოდექსის შესაბამის ხელშეკრულებას, რა არის ამაში შეუძლებელი. 30 თვეზე მეტია ვმუშაობთ, შრომის კოდექსი ავალდებულებს დამსაქმებელს, რომ გაგვიფორმოს უვადო. სააგენტო დაგვპირდა, მაგრამ მოგვატყუა", - ამბობს თეა ნარიმანიშვილი.
გუშინ, 26 მარტს სოციალურმა აგენტებმა პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებითაც მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მათ პრობლემას რეაგირების გარეშე დატოვებს, სოციალური აგენტები აქციებსა და გაფიცვას აანონსებენ. ამავე თემაზე: