მარტვილის ეპარქიაში მსახური მამაოების ნაწილმა კანცელარიაში სპეციალური განცხადება შეიტანეს. ისინი სინოდსა და ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს მიმართავენ.
სასულიერო პირები ითხოვენ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა დაამტკიცოს მეუფე პეტრე (ცაავას) წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, რომლებიც 24 მარტს, ბალდის მამებისა და მრევლთან შეხვედრის დროს გააჟღერა.
მამაოები ამბობენ, მიტროპოლიტმა მეფე პეტრეს დასაკნინებლად მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ პეტრე ცაავას ეპისკოპოსობის პერიოდში უკანონოდ გაჩენილი შვილი ჰყავს, რომელიც მან გერმანიაში გადამალა და იქ ზრდის.
ხელმომწერები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანემ უნდა მოიწვიოს ეპარქიის კრება, სადაც კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენს და დაამტკიცებს იმ ბრალდებებს, რაც გააჟღერა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ეკლესიამ უნდა განკვეთოს.
მამები ამბობენ, რომ თუ მიტროპოლიტი დაასახელებს კონკრეტულ პირს, მაშინ პეტრე ცაავამ დნმ-ის ანალიზი უნდა გაიკეთოს.
მოთხოვნებს 20 მამაო აწერს ხელს. ამავე თემაზე: