ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს დენი ტექნიკური ხარვეზის გამო გამოირთო - ფეხბურთის ფედერაცია

გამოქვეყნდა:

"დინამო არენაზე" ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დროს დენი ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მოედანზე დენი "დედამიწის საათის" ფარგლებში გამოირთო. თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდთან ადასტურებენ, რომ დენი სწორედ ტექნიკური ხარვეზის გამო, "დედამიწის საათის" დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე გაითიშა. 

მათივე ინფორმაციით, ხარვეზი რამდენიმე წუთში გამოსწორდა და ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი აღდგენილია.

ვარჯიშის დროს დენის ჩაქრობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა სურათიც გაავრცელა. "ღამის რეჟიმი", - წერს რამოსი.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის თამაში, დღეს, 28 მარტს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი