დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის თამაში გაიმართება, რის გამოც, მათთვის, ვინც თამაშს სტადიონზე დაესწრება და ბილეთი ექნება, კომენდანტის საათი არ იმოქმედებს და 01:00 საათამდე, სახლამდე მისვლას ჯარიმის დაწერის საშიშროების გარეშე შეძლებენ.
მატჩის გამო, ასევე 01:00 საათამდე დაშვებული იქნება მეტროსა და ავტობუსის მუშაობაც.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 18 მარტს მიიღო.
სტადიონზე მაყურებლების 30% იქნება დაშვებული, რაც "დინამო არენას" შემთხვევაში, დაახლოებით 17 ათასი მაყურებელია.
თამაში "დინამო არენაზე" 20 საათზე დაიწყება.