"გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი" - ადგილობრივების პროტესტი

გამოქვეყნდა:

"გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი" - მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოქალაქეები პროტესტისთვის ემზადებიან. მოსახლეობა ვაშლიჯვრის ფერდობზე, მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

მოსახლეობას ჯამში 4 ძირითადი მოთხოვნა აქვს: გამოცხადდეს მორატორიუმი მშენებლობებზე მიმდებარე ტერიტორიაზე, შეიქმნას დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფი, დაწესდეს 24 საათიანი მონიტორინგი, შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან ესტაკადის მშენებლობა და გასაჯაროვდეს გეოლოგიური ანალიზი.

აქცია დაახლოებით 2 საათში დაიწყება.

ვაშლიჯვრის მოსახლეობამ იგივე მოთხვნებით პეტიციაც შექმნა

ცნობისთვის, თბილისში განვითარებული მეწყრული პროცესების შესასწავლად ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნით, მეწყერი დაძრულია და დღეში დაახლოებით 5 სმ-ით გადაადგილდება.

ამავე თემაზე:

28-სართულიანი კორპუსი ვაშლიჯვრის მეწყერის ქვეშ - მერია ახალ პროექტს ამტკიცებს?
 

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი