28-სართულიანი კორპუსი ვაშლიჯვრის მეწყერის ქვეშ - მერია ახალ პროექტს ამტკიცებს?

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვრის მეწყერი - უკვე მეორე კვირაა, დედაქალაქის მოსახლეობა შიშით გაჰყურებს ლისის ქედს, განსაკუთრებით წვიმის დროს. ვაშლიჯვრიდან ადამიანები გარბიან. 16 მარტს კი, როცა ჟურნალისტები უკვე პირდაპირ ჩართვაში გიყვებოდნენ დაძრული მეწყერის შესახებ, არქიტექტურის სამსახურმა დასამუშავებლად მიიღო განაცხადი, რომ ზუსტად მეწყერის ძირში 28-სართულიანი ახალი კორპუსი აშენდეს - სულ რამდენიმე დღეში შუალედური თანხმობაც გაიცა.

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბროწეულას ქუჩაზე აშენდება, მეწყერთან სულ რამდენიმე მეტრში. პროექტის მიხედვით, აქ ორი 22-სართულიანი და ერთი 26-სართულიანი საცხოვრებლი სახლი იქნება, შენობის სიმაღლე 110 მეტრია. მშნებლობის ნებართვა შუალედურ ეტაპზეა.

მეწყრული პროცესები ლისის ქედზე ყოველდღე უფრო და უფრო აქტიურდება, გეოდეზიური აზომვის მიხედვით ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქვემოთ მიწის უფრო მეტი მასა დაიძვრება.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი