"დღეიდან ეკრძალება ზიარება" - მეუფე სტეფანემ ბერ-მონაზვნებს ეპიტიმია დაადო

გამოქვეყნდა:

დღეიდან ეკრძალება ზიარება, ვინც არ მოინანიებს - მეუფე სეტფანემ ეპიტიმია (საეკლესიო სასაჯელი) დაადო ეპარქიის იმ ბერებს და მონაზვნებს, ვინც მისი წინააღმდეგია და "ამბოხში" კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

საკვირაო ქადაგება მღვდელმთავარმა მთლიანად ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებსა და დაძაბულ ვითარებას მიუძღვნა და თქვა, რომ ეპიტამია სასულიერო პირებს მას შემდგ მოეხსნებათ, რაც მასთან მივლენ დ შენობას ითხოვენ. 

"1 კვირას ვაძლევ ყველას, რომ გაიაზრონ რა პრობლემის წინაშე დგანან. ამის შემდგ დაბრუნება ძალიან გვიანი იქნება" ამბობს მეუფე სტეფანე.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დღეს მეუფე პეტრეს "ცრუ" კიდევ ერთხელ უწოდა და ეკლესიის წინააღმდეგ, მიზანმიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.

ცრუ პეტრეს და მის ამფსონებს ვერ ვხედავ სასულიერო პირებად, თუ არ მოინანიებენ. თუ მოინანიებენ, მერე შეიძლება ყველაფერი მოხდეს სასიკეთოდ. ზღვარს გადააცილეს, ამიტომ მათ საკითხს წმინდა სინოდის წინაშე ვაყენებ - ამბობს მეუფე სტეფანე

ავტორი: ემა გოგოხია

ამავე თემაზე:


 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი