2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.
ანგარიში 44-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. კვარაცხელიას გოლით
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში ფერან ტორესის გოლით 56-ე წუთზე გაათანაბრა. 93-ე წუთზე კი დანიელ ოლმოს გოლით ესპანეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.
შეხვედრა "დინამო არენაზე" ჩატარდა, რომელსაც მაყურებლების 30% ესწრებოდა.