ბოლო ერთი კვირაა ლარის გაუფასურება რეკორდულ ნიშნულზეა. ამ დროისათვის, 1 დოლარის შესაძენად 3.41 ლარია საჭირო. ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალზე კი 1 აშშ დოლარი 3.38 ლარად ივაჭრება.
ეკონომისტები პროდუქტებსა და ბენზინზე ფასების კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან და ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს - "განახევრებული ინვესტიციები, 6 %-იანი ვარდნა ქვეყნის ეკონომიკის და გაჩერებული ტურიზმი, იზრდება მხოლოდ ვალი",- ამბობს გიორგი კეპულაძე.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ყოველდღიურად თავის გატანა სულ უფრო და უფრო უჭირთ.