რიონის ხეობის მცველები კომპანია "ენკას" აღმასრულებელი დირექტორის, განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, სანამ კვლევების პასუხი მზად არ იქნება, ადგილზე კაშხალი არ აშენდება. აქტივისტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა კვლავ ძალაშია.
ბოლოს ისე გამოდის, რომ ამ ხალხს არაფერზე პასუხი არ მოეთხოვება. კომუნიკაციის ნაკლებობა, კანონდარღვევა, სხვა კანონდარღვევებთან ერთად, რაც ჩვენ ასევე გასაჩივრებული გვაქვს ერთი წლის წინ სხვადასხვა მიმართულებით. არც იმ ნაწილში ეთხოვებათ პასუხი, არც ამ ნაწილში ეთხოვებათ პასუხი, რა დარჩათ ბოლო-ბოლო, რომ გადაგვიარონ საპოლიციო ძალით. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა ვთქვა, არაფერ შუაში არ არის არც თურქი, არც ამერიკელი და არც რუსი. ჩვენ გვაქვს ჩვენივე ხელისუფლებასთან კითხვები და მათ არ აქვთ ამ კითხვებზე პასუხი. თურნავას გადადგომას რა თქმა უნდა ვითხოვთ, მისივე საქციელისგან გამომდინარე, - ამბობს გოლეთიანი.
"ენკას" აღმასრულებელი დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, სანამ არსებული კვლევები არ იქნება, ადგილზე კაშხლის მშნებლობა არ დაიწყება. მისი თქმით, ნამოხვანჰესზე გელოგიურ-სეისმოლოგიური დამატებითი კვლევები ჩატარდება, დასკვნას დახლოებით 6-დან 8 კვირამდე დასჭირდება.