"სანამ არ იქნება არსებული კვლევები, კაშხლის მშენებლობას არ დავიწყებთ", - ამის შესახებ კომპანია "ენკას" აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიასა და დიპლომატიურ კორპუსთან პრეზენტაციის
შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნამოხვანჰესზე გელოგიურ-სეისმოლოგიური დამატებითი კვლევები ჩატარდება, დასკვნას
დახლოებით 6-დან 8 კვირამდე დასჭირდება.
სანამ არ იქნება არსებული კვლევები, კაშხლის მშენებლობას არ დავიწყებთ. ძალიან დიდი დრო მიაქვს ინფრასტრუქტურის მოწყობას, ძალიან დიდი დრო მიაქვს მოსამზადებელ სამუშაოებს. მშენებლობა არ არის დაწყებული ნამახვანზე, ამ ეტაპზე ჩვენ ვატარებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. დარწმუნებული ვარ, რომ შეჯერდება პოზიციები ყველა იმ მხარესთან, რომელიც არ მოქმედებს ვიღაცის დაკვეთით, - თქვა "ენკას" არმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით კი კვლევის პროცესში მოიწვევენ სეისმოლოგებს, გეოლოგებსა და ეკოლოგებს. "ნამახვანჰესის პროექტი გრძელდება, მაგრამ კაშხალი არ აშენდება მანამდე, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება".
ცნობისთვის, ამოხვანჰესის მშენებლობას უკვე სამ თვეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ნაწილი ღამეს მშენებლობის ადგილზე ათევდა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებენ 105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას.
სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
აქვე გეტყვით, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია. 2021 წელს, გაზაფხულზე, ნამოხვანჰესის პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა და ქუთაისში გადმოინაცვლა, სადაც მას სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ.
4 მარტს, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა არსებულ შეკითხვას, რაც ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობას აწუხებს, პასუხი უნდა გაეცეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კვირაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ 28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა და აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" ორკვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს.