თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა - საქსტატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2021 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, თებერვლის რეალური მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1%-ით შემცირდა.

იანვრის ეკონომიკური ვარდნა 11.5% იყო, შესაბამისად იანვარ-თებერვლის საშუალო ვარდნა 8.3%-ია.

საქსტატის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.

ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

ნახეთ მონაცემები სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი