დიდი მნიშვნელობა აქვს ნეგატიურ მოლოდინებს - თურნავა ლარზე

გამოქვეყნდა:

ეროვნულ ვალუტაზე წნეხი პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის ფონზე მოიხსნება - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების კომენტირებისას

"ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სწრაფად განვახორციელოთ ყველა აუცილებელი ზომა, იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს.

პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციის კვალობაზე, კიდევ ერთი ნეგატიური წნეხი, იგივე ეროვნულ ვალუტაზე, მოიხსნება. მე ამის დიდი იმედი მაქვს",-თქვა თურნავამ.

ეროვნული ბანკის 31 მარტის მონაცემებით1 აშშ დოლარის ღირებულება - 3.4464 ლარია, ხოლო 1 ევროს - 4.0426

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი