აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი - ამ სიტყვების ავტორი, ვლადიმერ პოზნერი თბილისში, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად მოდის.
პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტს 50-მდე სტუმარი მოჰყვება. მიზანი მისი 87 წლის იუბილის აღნიშვნაა.
ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტების დასახვედრად თბილისის საერთაშრისო აეროპორტში უკვე დაწყებულია მზადება. უკვე ადგილზე არიან კერძო კომპანიის წარმომადგენლები რომლებსაც დავალებული აქვთ სტუმრების დახვედრა და მასპინძლებამდე მათი მიყვანა.
რეისი რომლითაც რუსი ჟურნალისტი უნდა ჩამოფრენილიყო 2 საათია აგვიანებს
პოზნერის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.