"პუტინის მონა დაბადების დღეზე საგულაოდ ხვალ საქართველოში მობრძანდება" - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

მოძრაობა"დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს, რომ ხვალ, 1-ლ აპრილს საქართველოში კრემლთან დაახლოებული ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი ჩამოდის. როგორც ხოშტარია ამბობს, პოზნერი საქართველოში დაბადების დღისთვის ჩამოდის.

"Больше Абхазия никогда не будет частью Грузии".

აი ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგულაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.

ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია",-წერს ხოშტარია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი