ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს - გვენეტაძე ლარის გაუფასურებაზე

გამოქვეყნდა:

“ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეს არსებულ მძიმე ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის 

გასულ წელს ძალიან დიდი რაოდენობით რეზერვები დავხარჯეთ და ჩვენ ამ წელსაც დავხარჯავთ. იმ დღეებშიც ვხარჯავთ, როდესაც არ ქვეყნდება ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია, რადგან გვაქვს შესაბამისი მექანიზმი. ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება,”- აცხადებს გვენეტაძე.

ლარი ბოლო დღეებში რეკორდულად უფასურდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი