სებ-მა აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და 27 500 000 გაყიდა

გამოქვეყნდა:

2021 წლის 1-ლ აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 27 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4401  შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სებ-ი ავრცელებს.

ეს მიმდინარე წლის მე-5 სავალუტო ინტერვენციაა, წინა ინტერვენციების დროს სებ-მა 40-40 მილიონი დოლარი გაყიდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა. 

31 მარტის მონაცემებით, ლარის კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარის ღირებულება - 3.4464 ლარია;
  • 1 ევროს ღირებულება კი - 4.0426.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი