ბოლო 1 წელში ზეთი 35.8%-ით, შაქარი 13%-ით, თევზი - 12.2%-ით, პური - 7.7%-ით, თამბაქო -12.1%-ით გაძვირდა

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის მარტის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითად 2019 წლიდან დღემდე, თვიური და წლიური ინფლაციის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია.

საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის წლიური მაჩვენებლის ზრდა პირველადი მოხმარების რამდენიმე პროსუქტზე ფასების მატებამ გამოიწვია.

საქსტატის თანახმად ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები მოემატა: 

  • ზეთი და ცხიმი - 35.8%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 13.7%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 13%;
  • თევზეული - 12.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 8.5%;
  • პური და პურპროდუქტები - 7.7%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 5%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 4%;
  • თამბაქოს ნაწარმი - 12.1%;
  • ალკოჰოლური სასმელები - 6.2%;

2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,2 % შეადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი