"უარი შერჩევით კომენდანტს", "კომენდანტის საათი ეპიდემიასთან ბრძოლას არ ნიშნავს" - შეზღუდვებს თბილისის გარდა, ქუთაისშიც აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვას მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყენებს.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს საღამოს 9 საათის შემდეგ სახლებში კეტავენ, "პუტინის მეგობრებს" რესტორნებს უღებს და აქეიფებს.