"უკნიდან ჩამაფრინდა პოლიციელი, ზურგში ჩამარტყა" - ბათუმში "სირცხვილიას" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას იხსენებენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში, მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის დარბევის დროს იქ მყოფი აქტივისტები მომხდარს დეტალურად იხსენებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ აქტივისტებზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მხრიდან, ძალის გადამეტებაზე საუბრობს ჟურნალისტი, თამარ თედიაშვილი:

"დაუმორჩილებლობის აქციის შემდეგ, გაგრძელდა წვეულება. ჩვენ არ ვყოფილვართ იქ, მე ვარ ჟურნალისტი ერთ-ერთი მედიაორგანიზაციის. როდესაც მანქანასთან მივედი, დავინახე, რომ იყო ბევრი პოლიციელი. ჩავრთე ეგრევე ჩემი მედიაპლატფორმით ლაივი და მივედი, რომ გამეშუქებინა ეს ამბები. სადღაც 3 წუთში ვიღაცები ძირს დაყარეს, ფეხებით შედგნენ უკნიდან, პოლიციელი ჩამაფრინდა, ზურგში ჩამარტყა, ტელეფონი დამაგდებინა, წავიქეცი. გენრიმ ეს რომ დაინახა, ცოტა შორი-ახლოს იდგა ხმა როგორც კი ამოიღო და გააპროტესტა, ეგრევე გადაუგრიხეს ხელები და ჩატენეს მანქანაში",-ამბობს თამარ თედიაშვილი.

გუშინ, 3 აპრილს დაწესებული კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა ბათუმში. გვიან ღამით სამართალდმცველები მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შევიდნენ. პოლიციამ ადგილზე რამდენიმე აქტივისტი დააკავა, ისინი ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. აქტივისტების სანახავად ცოტა ხნის წინ ადვოკატი შევიდა.

ავტორი : თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი