ისევ დაძაბულია ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში. სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება. პარალელურად დედათა მონასტერში დაბრუნებას ითხოვს ყოფილი წინამძღვარი დედა სოსანა, რომელსაც ახალი მიტროპოლიტის განკარგულებით ეპარქიაში შესვლის უფლება აუკრძალეს.
დედა სოსანასგან მეუფე სტეფანე ითხოვს დედათა მონასტერში არსებული ქონების გადაბარებას. დედაოს განცხადებით გადაბარების კომისიაში საერო პირებიც უნდა შედიოდნენ, რადგან ეპარქიაში ცაგერიდან ჩამოსახლებული მეუფე და მისი ოჯახის წევრები უნდობლობას იწვევენ.
"გუშინწინაც ვიყავი მისული და ჩემი პირადი ნივთები მოვითხოვე. დამიწყეს ვაჭრობა პირად ნივთებთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, დღესდღეობით ასეთ მდგომარეობაში ვარ, ვარ იმ მონასტერში, რომელი მონასტერიც ამ განსაცდელის დროს გვერდში დამიდგა და ვრჩები ამ მონასტერში, მანამ სანამ რაღაც არ გაირკვევა და არ დალაგდება და არ მიხვდებიან თავის შეცდომებს,-თქვა დედა სოსანამ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის ეპარქიიდან გარიცხა.
ამავე თემაზე: