მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის ეპარქიიდან გარიცხა - ჭყონდიდის ეპარქია

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის ეპარქიიდან გარიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ, Facebook-ზე, ჭყონდიდის ეპარქია ავრცელებს: 

როგორც ახლახან გვაცნობეს, მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა შემდეგი შინაარსის ბრძანება: ბრძანება #5 მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში, - ნათქვამია ეპარქიის Facebook-პოსტში, რომელსაც ხელს მეუფე სტეფანე აწერს. 

ცოტა ხნის წინ, დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის დედათა მონასტერში არ შეუშვეს. მათ კარი ცაგერიდან და ლენტეხიდან ჩამოყვანილმა დედებმა არ გაუღეს და განუმარტეს, რომ მონასტერში მეუფე სტეფანეს კურთხევით არ უშვებდნენ. 

დედა სოსანა და დედა ნინო კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კარებთან, თავსხმა წვიმაში დარჩნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი